მთავარი / Main

სკოლის ვებ საიტი - http://www.2school.edu.ge/main/

სიახლეები


 ჩვენი ბოლო, 6 მაისის შეხვედრა  შეხვედრა ეხებოდა სკოლაში არსებულ პრობლემებს. განვიხილეთ ორი კლასის მაგალითი 9-ბ  კლასი, რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური დონით თუმცა საკლასო მართვის პრობლემებით. ვიმსჯელეთ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, რომელსაც თან დაერთო power point presentation-ის პრეზენტაცია "აგრესიული მოსწავლის ტიპები". საუბარი მწვავე დისკუსიაში გადაიზარდა.





შემდგომ განვიხილეთ 5-ვ კლასის მაგალითი , რომელიც გამოირჩევა დაბალი აკადემიური დონით, თუმცა კლასის მართვის თვალსაზრისით არანაერი პრობლემა არ იკვეთება. ვიმსჯელეთ თუ რისგან არის გამოწვეული მათი აკადემიური ჩამორჩენილობა. სოციალური ფონით, მოსწავლეთა არსებული კონტიგენტითა და მათი შესაძლებლობებით, თუ კლასში შემსვლელ მასწავლებელთა დაბალი პროფესიული უნარითა და გამოცდილების სიმწირით.

შეხვედრის ბოლოს ჩვენმაკონსულტანტმა ქალბატონმა მანანამ დაგვიტოვა საგანმანატლებლო ფილმი -"მოსწავლეთა შეფასება", რომელსის ჩვენებასა და განხილვას ვგეგმავთ ცალკეულ კათედრებზე.



***

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფს პერიოდულად ხვდება ტრენერი – მანანა ჯინჭარაძე. ყოველი შეხვედრა ეძღვნება სხვადასხვა საკითხს. თებერვალში აღნიშნული შეხვედრა მიეძღვნა ეფექტური უკუკავშირის მნიშვნელობას. კონკრეტული მაგალეითების განხილვის შემდეგ განვიხილეთ  გაკვეთილზე დასწრების უკუკავშირის ფორმები.







19 მარტს მორიგი შეხვედრა დაეთმო მასწავლებელთა თანამშრომლობას, როგორც პროფესიული განვითარების ერთ–ერთ წინაპირობას. ვუყურეთ საგანმანატლებლო ფილმს და განვიხილეთ თანამშრომლობისა და დაკვირვების სხვადასხა ტიპები.







Комментариев нет:

Отправить комментарий